7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტონგის მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, კუნძულოვანი სახელმწიფოს ახლოს ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაიცა გაფრთხილება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემების თანახმად, მიწისძვრა მთავარი კუნძულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კილომეტრში მოხდა.

წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა გამოსცა გაფრთხლება სანაპიროებზე შესაძლო სახიფათო ტალღების შესახებ.

ტონგა არის ქვეყანა პოლინეზიაში, რომელიც შედგება 171 კუნძულისგან და რომლის მოსახლეობა 100 000-ზე მეტია. მათი უმეტესობა მთავარ კუნძულზე – ტონგატაპუზე ცხოვრობს.