მძიმე ავარია და ბევრი დაშავებული - მანქანები ქალაქში ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბებოდნენ და ამ დროს მესამე ავტომობილი ჩიხიდან გამოვიდა...

მძიმე ავარია და ბევრი დაშავებული - მანქანები ქალაქში ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბებოდნენ და ამ დროს მესამე ავტომობილი ჩიხიდან გამოვიდა...

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველები “ინფო იმერეთს” უყვებიან,  რომ დაშავებულია ორივე ავტომობილში მყოფი 5 პირი.

“ორი ავტომობილი ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდა, რა დროსაც  მესამე ავტომობილი ჩიხიდან გამოვიდა, რის შემდეგადაც გასწრებაში ჩართული ერთ-ერთი ავტომობილი და ჩიხიდან გამოსული მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთ მანქანაში 3 ადამიანი დაშავდა, მეორეში - ორი, სასწრაფოც ადგილზეა და პოლიციაც”,-  უყვება შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი “ინფო იმერეთს”.