სურამში, სკოლის შენობაში ხანძარია - ვრცელდება კადრები ადგილიდან

სურამში, სკოლის შენობაში ხანძარია - ვრცელდება კადრები ადგილიდან

სურამში, N4 საჯარო სკოლაში ხანძარია. ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან „მოზაიკა“ ავრცელებს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები უცნობია.