საშინელი ტრაგედია: 5 დაღუპული, მათ შორის მოზარდი და ჩვილი, ასევე 11 დაშავებული

საშინელი ტრაგედია: 5 დაღუპული, მათ შორის მოზარდი და ჩვილი, ასევე 11 დაშავებული

აშშ-ში, ტეხასის შტატში, 17 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის 3 ზრდასრული, ერთი მოზარდი და ერთი ჩვილია.

ავარია ხუთშაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 23:23 საათზე, ქალაქ ოსტინში მოხდა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.