ვინ არის 28 წლის ბიჭი, რომელიც მთაწმინდის პარკთან არსებული შენობის ჩამონგრევას ემსხვერპლა

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ადიამიანები სურათის გადასაღებად შედიოდნენ ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაღუპული 28 წლის ლევან დვალია.
როგორც "TV პირველთან" ერთ-ერთი დაშვებულის დედა ყვება, დაღუპული მისი შვილის ძმაკაცია.
"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა "TV პირველთან".
ჩამონგრეული გადასახედი ახლა პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.