შაქრო კალაშოვის ქალიშვილის გლამურული ცხოვრება ბრიტანეთში და თბილისური ვოიაჟი - რა არის ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილსა და "იდუმალ ცოლზე"

შაქრო კალაშოვის ქალიშვილის გლამურული ცხოვრება ბრიტანეთში და თბილისური ვოიაჟი - რა არის ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილსა და "იდუმალ ცოლზე"

კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს თბი­ლი­სე­ლი გე­ნე­რა­ლი 70 წლის შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ერთი წლის წინ, რუ­სე­თის ცი­ხი­დან პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მან კო­ლო­ნია IK-2, რო­მე­ლიც კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, უშტ-ლა­ბინ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დვუბ­რატ­სკი­ში მდე­ბა­რე­ობს, და­ტო­ვა და ცოლ­თან 44 წლის მა­რი­ნა გოლდბერგთან გა­ემ­გზავ­რა.

მა­რი­ნა გოლდბერ­გი იდუ­მა­ლი პი­როვ­ნე­ბაა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ის და­ი­ბა­და აფ­შე­რონ­სკში, შემ­დეგ გა­და­ვი­და ხან­ტი-მან­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ ქა­ლაქ კო­გა­ლიმ­ში. 2003 წელს კი მა­რი­ნა გოლდბერ­გი ნავ­თო­ბის ქა­ლა­ქი­დან მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

მა­რი­ნა გოლ­ბერ­გის სა­ხე­ლი 2012 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბის ახა­ლი სია, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "საძ­მო წრის" კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა ცნო­ბილ კრი­მი­ნალ შაქ­რო კა­ლა­შოვს.

"შავ სი­ა­ში" ასე­ვე შე­დი­ან: ძმე­ბი ლაშა და კა­ხა­ბერ შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბი და მათი "მარ­ჯვე­ნა ხელი" ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი კობა შე­მა­ზაშ­ვი­ლი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თე­მურ მირ­ზო­ე­ვი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვლა­დი­მერ ვა­გი­ნი (ვა­გო­ნი), ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვა­სი­ლი ხრის­ტო­ფო­რო­ვი (ვა­სია ვოსკრეს) და სხვე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა ისი­ნი "დედ ჰა­სა­ნის" კრი­მი­ნა­ლურ წრე­ში შე­დი­ან.

ფო­ტო­ზე მა­რი­ნა გოლდბერ­გი

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­შო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­მაც მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის (МГИМО) კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, ახლა ბრი­ტა­ნეთ­ში გლა­მუ­რუ­ლი ბლო­გე­რია. ის თავს მა­რია კა­ლა­შიკს უწო­დებს. მას 16 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს "ინ­სტაგ­რამ­ზე" და 100 ათა­სი - ტიკ-ტოკ­ში.

გლა­მუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა და მდიდ­რუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი

მა­რია კა­ლა­ში­კი აშუ­ქებს ლონ­დო­ნურ ცხოვ­რე­ბას, და­დის ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში, ამა­ყობს Harrods-ის მო­დუ­რი მა­ღა­ზი­ი­დან შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბით, ხში­რად იც­ვლის იმიჯს. მისი სი­სუს­ტეა Hermes-ისა და Chanel-ის ჩან­თე­ბი.

მარი კა­ლა­ში­კი სწავ­ლობს ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის Bayes-ის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში, თუმ­ცა, მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ამას ვერ შე­ამ­ჩნევთ. იქ მხო­ლოდ გლა­მუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩანს - ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, ხა­მანწკე­ბი და ძვირ­ფა­სი სას­მე­ლე­ბი. ერთი წლის წინ გო­გო­ნა სა­მე­ფო დოღს და­ეს­წრო, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

ის ლონ­დონ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ინ­ტე­რი­ე­რი სავ­სეა ძვირ­ფა­სი ავე­ჯით, ხოლო ფან­ჯრე­ბი­დან ბიგ-ბე­ნის ხედი იშ­ლე­ბა. მა­რია ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად სტუმ­რობს რუ­სეთს, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებს და საფ­რან­გეთს, იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც მისი დე­დის, მა­რი­ნა გოლდბერ­გის, წარ­სულს უკავ­შირ­დე­ბა.

ბიზ­ნე­სი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა

შაქ­როს ოჯა­ხის წევ­რებს რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი არ აქვთ. 2019 წლამ­დე (როცა როჩ­დე­ლის ქუ­ჩა­ზე სრო­ლა მოხ­და) ქალი გვა­რად გოლდბერ­გი ფლობ­და „კულ­ტუ­რის სახ­ლის“ მე­სა­მედს. ამ კომ­პა­ნი­ას 49 წლით ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და მი­წის ნაკ­ვე­თი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის, Golden Palace-ის ასა­შე­ნებ­ლად და ფლობ­და ბრენდ Golden Girls სტრიპ­ტიზ-კლუბს. ეს ად­გი­ლე­ბი 90-იან წლებ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი იყო.

იუ­რი­დი­უ­ლი პირი ხში­რად იც­ვლი­და სა­ხელ­წო­დე­ბას, სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ცდი­ლობ­და ქო­ნე­ბის გა­და­ფარ­ვას - აქ­ტი­ვე­ბი გა­და­მა­ლუ­ლი იყო სე­ი­შე­ლის ოფ­შო­რებ­ში და ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის ტრას­ტებ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ეს კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, რად­გან მისი იუ­რი­დი­უ­ლი მი­სა­მარ­თი და დი­რექ­ტო­რი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს.

„Golden Palace“-იც და სტრიპ­ტიზ-კლუ­ბიც დღე­საც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა მათ დიდი ხა­ნია და­კარ­გეს ძვე­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა.

მა­რია კა­ლა­ში­კი რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­დის მოს­კოვ­ში. აქ ის იშე­ნებს ბი­ნას, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ეს ბინა მდე­ბა­რე­ობს "მწერ­ლე­ბის სახ­ლში“.

ეს არას­ტან­დარ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც ტვერსკა­ი­ას ქუ­ჩა­სა და "ერ­მი­ტა­ჟის" ბაღს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. თი­თო­ე­ულ ბი­ნას აქვს აი­ვა­ნი და ზამ­თრის ბაღი.

შაქ­როს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასე­ვე ფლო­ბენ მდიდ­რულ სახ­ლის კომ­პლექსს რუბ­ლი­ოვ­კა­ზე, კერ­ძოდ, და­ხუ­რულ და­სახ­ლე­ბა­ში. ამ სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი გა­მორ­ჩე­უ­ლად მდიდ­რუ­ლია. სახ­ლის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ბრენ­დუ­ლი ჩან­თე­ბის გარ­დე­რო­ბე­ბია, რაც ერთ დროს კრი­მი­ნა­ლურ ან­გა­რი­შებ­ში მოხ­ვდა. ეს ქო­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს.

გო­გო­ნა ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და

მა­რი­ას ტე­ლეგ­რა­მის ან­გა­რიშ­ზე სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა. ის თბი­ლისს 2024 წლის ივ­ლის­ში სტუმ­რობ­და.

„მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ იმ ად­გი­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც 3 დღე­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლე თბი­ლის­ში:

სას­ტუმ­რო „სტამ­ბა­ში“ დავ­ბი­ნავ­დი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა. სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ერ­ში წიგ­ნე­ბია და ზო­გა­დად, ინ­ტე­რი­ე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.“ - წერს მა­რია. გო­გო­ნა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ რეს­ტო­რანს ახ­სე­ნებს, სა­დაც გემ­რი­ე­ლი ხინ­კა­ლი და ტი­რა­მი­სუ მი­ირ­თვა.

შაქ­რო კა­ლა­შო­ვის შე­სა­ხებ

თბი­ლი­სე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტია. მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ძედ ხა­სა­ნი (ას­ლან უსო­ი­ა­ნი) მოკ­ლეს, მას "რუ­სეთ­ში N1 კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს უწო­დე­ბენ".

· კა­ლა­შო­ვი 2006 წლის მა­ის­ში, დუ­ბა­ი­ში და­ა­კა­ვეს და ეს­პა­ნეთს გა­დას­ცეს, სა­დაც დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში და შვიდ­ნა­ხე­ვა­რი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და 20 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ა­კის­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი ცხრა წლით შე­უც­ვა­ლეს.

· გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ლა­შო­ვის ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ორი მო­თხოვ­ნა მი­ი­ღო. პირ­ვე­ლი რუ­სე­თი­დან, რად­გან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კა­ლა­შო­ვი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და სას­ჯე­ლი რუ­სეთ­ში უნდა მო­ე­ხა­და. მე­ო­რე შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან, სა­დაც კა­ლა­შოვს გა­მო­ძალ­ვი­სა და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და­უს­წრებ­ლად მის­ჯი­ლი ჰქონ­და 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

· 2011 წელს ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ კა­ლა­შოვ­მა სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა ეს­პა­ნე­თის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და რუ­სეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა. 2014 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რუ­სე­თის შსს-ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ხან­მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

· კა­ლა­შო­ვი ბო­ლოს 2016 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლის­თვის 8 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის (იმ­დრო­ინ­დე­ლი კურ­სით 140 ათა­სი დო­ლა­რი) გა­მო­ძალ­ვა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. შემ­თხვე­ვის დროს, სრო­ლი­სას ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 2018 წელს მოს­კო­ვის ნი­კუ­ლინ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კა­ლა­შო­ვი გა­მო­ძალ­ვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ცხრა წლი­თა და ათი თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას სას­ჯე­ლი 2026 წელს ეწუ­რე­ბო­და, თუმ­ცა კვლა­ვაც ვა­და­ზე ადრე მო­ა­ხერ­ხა სას­ჯე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.